ძმერხლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:44, 21 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ruskus.PNG

ძმერხლი - Ruscus colchicus Yeo

იმერ. — ჟმერხლი, რაჭ.,ლეჩხ. — ჯილმეხი, ჭან. - ზემეხი, ზურმეხი, მეგრ. – ზომეხი, სვან. – ზგმეს ძმერხლი შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოს ფოთლოვან ტყეებში, ზღვის დონიდან 1800 მ-ის სიმაღლემდე. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე რაოდენობით გვხდება.

სიმაღლეში 35-55 სმ-ს აღწევს. თაგვისარას მსგავსად, ტოტები მასაც ბრტყელი აქვს. ტოტები სიგრძეში 5-10 სმ-ს აღწევს, სიგანეში — 2-4 სმ-ს., ტყავისებრია, თავწაწვეტილი (მაგრამ არ ბოლოვდება ქაცვით), რკალძარღვიანი. ღერო მწვანეა და სწორმდგომი. მარადმწვანეა. ფოთლები დაკნინებულია და ტოტების ძირშია განლაგებული ქერქლის სახით. ყვავილები მომწვანო-მოთეთრო ფერისაა, განლაგებულია ჯგუფად ტოტის ქვედა მხარეს, მთავარი ძარღვის შუა ადგილას ან ოდნავ ზემოთ.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები