მთის ჩადუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:04, 27 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sryiopter.PNG

მთის ჩადუნა - Dryopteris filix-mas. მთის ჩადუნას ქართლში დათვისაგებელას ეძახიან; თუშეთში - მჩადას, ჩადას, ზემო იმერეთში- ღორთოფქლას; რაჭაში - იფხლას, იმლას; ლეჩხუმში-მუჩუს; გურიაში - ტყის გვიმრაის;

მთის ჩადუნა მიეკუთვნება ნამდვილი გვიმრების Aspleniaceae-ს ოჯახს. 1 სმ-მდე სიმაღლის სპოროვანი, ფესურიანი, მრავალწლიანი მცენარეა, ფესურა კარგად აქვს განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული. მიწის ზემო განვითარებული ღერო არ გააჩნია.

ფოთლები დიდი ზომის კენტფრთართული, ფესვის ყელთან ჯგუფურადაა შეკრებილი. ჩვილი ფოთლები სპირალურადაა დახვეული. ზრდისას თანდათან სწორდება, ძლიერ შხამიანი მცენარეა. გვხვდება ნესტიან ტყეებში. მთის ჩადუნა გამოიყენება მედიცინაში. შეიცავს ფილიკსის მჟავას (ფილიცინი), ფლავასპიდინის მჟავას, ასპილნოლს, ალბასპიდინს. მცენარეთა დაცვაში გამოყენებულია გალიანი ნემატოდების წინააღმდეგ; აღნიშნულის შესახებ მასალებს ვხვდებით ბულგარელი მეცნიერების ე. ხრისტოვასა და ნ. კონევას შრომებში, რომლებიც მიუთითებენ მცენარეებზე მთის ჩადუნას გამაჯანსაღებელი მოქმედების შესახებ ამიტომ იყენებენ ნაყენს, რომლის დასამზადებლად 500 გ ნედლეულს 48 საათის განმავლობაში ალბობენ 10 ლიტრ წყალში, თითოეულ მცენარეს რწყავენ 200 მლ-ით. ასეთი ღონისძიებების შემდეგ უჯობესდება მცენარის ზრდა-განვითარება, მცირდება გალიანი ნემატოდების მავნეობა, მაგრამ თვით ნემატოდები არ იღუპებიან. ცნობები გვაქვს მთის ჩადუნას ინსექტიციდური თვისებების შესახებაც.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები