რაპაკივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 28 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რაპაკივი (ფინ. rapakivi დამპალი ქვა) – პორფირისებრი სტრუქტურის მოვარდისფრო-მოწითალო-მომწვანო ფერის გრანიტი, ძვირფასი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვა. შედგება ოლიგოკლაზების (20%-მდე), ორთოკლაზების (40%-მდე), იდიომორფული კვარცის (30%-მდე) და 2%-მდე მეორეხარისხოვანი აქცესორული მინერალებისგან (ორტიტი, ამფიბოლი, დიოფსიდი, სფენი, აპატიტი, მაგნეტიტი და სხვ.). ძირითადად გავრცელებულია შვედეთსა და ფინეთში.