დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია (ჯვარ-გუმბათოვანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე მეჯუდას მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ დიდი მეჯვრისხევის ჩალხისუბანში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია (8,2X8 მ) ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის სარკმელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილი, აფსიდის კონქს აკლია ზედა ნაწილი, მთლიანადაა დანგრეული ეკლესიის დასავლეთ მხარე. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია, მის წინ - მოკლე ბემა. აფსიდის კონქის ქუსლი ნაწყობია თლილი ქვის ერთი რიგით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხა უნდა ყოფილიყო.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები