თელეთის საყდარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:01, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თელეთის საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალოუბანში, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება XIII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (3,3X2,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე ნიშები. ეკლესია შიგნიდან შელესილია გაჯით. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.