ისიდორიანთ საყდარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:06, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ისიდორიანთ საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხეხმელას დასავლეთით, სოფელ ხოვლეს სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (13.4X7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და ქვიშაქვაც. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია ზედა ნაწილები და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის კვალი არ შეიმჩნევა, აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს ნიშია, მარჯვნივ – მცირე ზომის სათავსი. გრძივი კედლები და შეისრული კამარა წყვილი პილასტრით და შეისრული საბჯენი თაღითაა დანაწევრებული. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის რამდენიმე საპირე ქვა.