საგურამოს ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:16, 30 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საგურამოს ეკლესია- რქიტექტურული ძეგლი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, მცხეთა - საგურამოს გზის მარჯვენა მხარეს. აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (4,8 X 3,9 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით პატარა ნიშია. აფსიდის მხრებზე გადაყვანილია სატრიუმფო თაღი.