როდიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:58, 3 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
როდიუმი – იშვიათი მაგარი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის გარდავალი, პლატინის ჯგუფის კეთილშობილი ლითონი.
სიმბოლო – Rh;
სიმკვრივე – 12,41 ტ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 1963°C;
დუღილის ტემპერატურა – 3727°C.
გვხვდება საბადოებში შერეული სხვა მეტალებთან ერთად, როგორიცაა პალადიუმი, ვერცხლი, პლატინა და ოქრო. როდიუმი დედამიწაზე ითვლება ყველაზე ძვირფას მეტალად (დაახლოებით 8-ჯერ ძვირია ოქროზე). გამოიყენება აზოტმჟავას წარმოებაში, ლახერულ ხელსაწყოებში, სპექტროსკოპებში, თერმოწყვილებში, გალვანურ ელექტროლიტებში, საიუველირო საქმეში, ლაბორატორიებში ელექტროოპტიკური კრისტალების შესაქმნელად და სხვ. სუფთა როდიუმი ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებაა და მიეკუთვნება კანცეროგენური მასალების ჯგუფს.