ანკერული სამთო სამაგრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანკერული სამთო სამაგრი: 1-შპური; 2-ღერო; 3-საყრდენი ფირფიტა; 4-მომჭიმავი ქანჩი; 5-ფოლადის მოქნილი ელემენტები

ანკერული სამთო სამაგრი – სამთო სამაგრი, რომლის ძირითადი ნაწილია ლითონის, რკინაბეტონის, ხის ან პლასტმასის ღერო (ანკერი), რომელიც შპურში მაგრდება. იგი ემსახურება გაშიშვლებული სამთო მასივის განმტკიცებას, სტაბილიზაციას, მდგრადობის ამაღლებას. მას იყენებენ სამაგრის სხვა სახეობებთან (პოლიგონალური, თაღური; ნაშხეფბეტონი) ერთად. რკინაბეტონის და პოლიმერბეტონის ანკერი მიეკუთვნება მიწისქვეშა გამონამუშევრების მუდმივ სამაგრებს. ქანის ადგილობრივი გამოცვენის თავიდან ასაცილებლად ანკერებს შორის გამონამუშევრის კონტურზე კიდებენ ფოლადის ბადეს (უჯრედის ზომებით 5×5 სმ). იგი ემსახურება გაშიშვლებული სამთო მასივის განმტკიცებას, სტაბილიზაციას, მდგრადობის ამაღლებას. მას იყენებენ სამაგრის სხვა სახეობებთან (პოლიგონალური, თაღური; ნაშხეფბეტონი) ერთად. რკინაბეტონის და პოლიმერბეტონის ანკერი მიეკუთვნება მიწისქვეშა გამონამუშევრების მუდმივ სამაგრებს. ქანის ადგილობრივი გამოცვენის თავიდან ასაცილებლად ანკერებს შორის გამონამუშევრის კონტურზე კიდებენ ფოლადის ბადეს (უჯრედის ზომებით 5×5 სმ).




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები