სამშენებლო ქაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:04, 5 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქაფი – უჯრედოვანი დისპერსიული სისტემა, რომელიც წარმოადგენს სითხის თხელი შუაშრეებით გაყოფილ აირის ბუშტულების ერთობლიობას. ქ. წარმოშობა განპირობებულია სითხეში ქაფის სტაბილიზატორების, ანუ ქაფწარმომქმნელების არსებობით. წყლიან გარემოში ასეთი ნივთიერება შეიძლება იყოს საპონი, საპნის მსგავსი ზედაპირულად აქტიური ნივთიერება და ზოგი ხსნადი პოლიმერი. თხევადი და ნახევრადთხევადი პროდუქტების აქაფებას და შემდგომ გამყარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო და საკონსტრუქციო მასალების წარმოებაში (მაგ., ქაფმინა, ქაფპლასტი, ქაფპოლისტირენი, ქაფბეტონი და სხვ.).