ზამბია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 6 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამბიის დროშა

ზამბია - (Zambia - ზამბიის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი - 752,6 ათ.კმ2.

მოსახლეობა - 13,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. ლუსაკა.

ადმინისტრაციულად იყოფა9 პროვინციად.

ზამბია შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს და მთავრობის ხელმძღვანელია პრეზიდენტი, საკანონმდებლო უფლებამოსილება აქვს ეროვნულ ასამბლეას (ერთპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1964 წლის 30 ოქტომბერს.

ზამბია აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. განვითარებულია სამთომოპოვებითი მრეწველობა (სპილენძი, თუთია, კობალტი, ქვანახშირი, ტყვია) და ფერადი მეტალურგია.

სოფლის მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას პროდუქტებზე.

საერთაშორისო აეროპორტია ლუსაკა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემდგენლობით 15,1 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 13,5 ათ.და სამხედრო-საჰაერო ძალები 1,6 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები