საფორმო ქვიშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 7 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საფორმო ქვიშა − სამსხმელო წარმოებაში გამოყენებული კვარცის ქვიშის სახეობა. სხმულის ხარისხი (სიმტკიცე, ზედაპირის სისუფთავე, სტრუქტურა, შენადნობის თვისებები, დეფექტების წარმოშობის ალბათობა) დამოკიდებულია საფორმე ქვიშის მახასიათებლებზე. მაღალი ხარისხის საფორმო ქვიშის მისაღებად, ჩვეულებრივი კვარცის ქვიშა ექვემდებარება გადამუშავებას თანამედროვე ტიპის გამამდიდრებელ ფაბრიკაში. საფორმო ქვიშა უნდა იყოს მშრალი სილიციუმის ოქსიდების მაღალი შემცველობით, ერთგვაროვანი და მასში მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი თიხის ნაწილაკების რაოდენობა.