პერქლორვინილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:41, 10 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პერქლორვინილი – ნივთიერება, რომელიც მიიღება 100-115°C ტემპერატურის პოლიმერის აირადი ქლორით დაქლორვისას. შეიცავს 60-68% ქლორს. კარგად იხსნება კეტონებში, რთულ ეთერებში, არომატულ ნახშირწყლებში. გამოიყენება წებოს დასამზადებლად, რომელიც ფართოდ მოიხმარება ავეჯის წარმოებაში ორგანული და ხელოვნური მასალის მერქანზე დასაწებებლად.