ქლორკაუჩუკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:08, 10 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქლორკაუჩუკი – დაქლორილი ნატურალური ან სინთეზური კაუჩუკის პროდუქტი. სასაქონლო ქლორკაუჩუკი წარმოადგენს თეთრ ფხვნილს, რომელიც შეიცავს 50-70% ქლორს. იხსნება იმავე გამხსნელებში, როგორშიც კაუჩუკი. აქვს მაღალი თბო- და ქიმიური მედეგობა, დაბალი თბოგა-მტარობა, კარგი დიელექტრიკული თვისებები. მისგან შესაძლებელია ფირის (აფსკის) დამზადება. გამოიყენება ანტიკოროზიული ლაქსაღებავების დასამზადებლად. ქლორკაუჩუკისგან მიიღება წებოები, რომლებიც შესანიშნავად აწებებს რეზინას ლითონზე.