დემპინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემპინგი - (dumping) [ინგლ. ჩამოგდება, ჩამოშვება] - საქონლის ექსპორტი ხელოვნურად შემცირებული ფასით (საშუალო საბაზრო დონეზე ბევრად იაფად), პოტენციური კონკურენტების შევიწროებისა და ბაზრის დაპყრობის მიზნით. დემპინგის წინააღმდეგ იყენებენ სპეციალურ საბაჟო გადასახადს.