ევანგელიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევანგელიზმი - (ბერძ.) ფსევდოქრისტიანული მიმდინარეობა, რომელიც უარყოფს წმინდანთა რელიქვიებს, ხატს, ჯვარს, ეკლესიას; მათი აზრით ქრისტიანობა მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს პიროვნებისა და მისი მსხვერპლად შეწირვის მხსნელ მნიშვნელობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა ისტორიულ მიმდინარეობებს, მათ შორის, XVI საუკუნის კათოლიკური რეფორმის მოძრაობას, რომლის ძირეულ ასპექტსაც უსვამს ხაზს: ესაა ქრისტიანული ცხოვრების რეფორმა, განხორციელებული სახარებისეული სულისკვეთებისკენ მიბრუნების მეშვეობით. ქრონოლოგიურად ტრიდენტის კრებამდე ეს კათოლიკური რეფორმის უკანასკნელი მცდელობა იყო, რომელიც რეფორმათა კათოლიკე ეკლესიის წიაღში გატარების ხაზს აგრძელებდა. ევანგელიზმი ახალი ღმრთისმოსაობიდან იღებს სათავეს, მის მიზანს კი ქრისტიანული უწყების შინაგანი გათავისება და რელიგიურობის გარეგნული ნიშნებისაგან (წმიდანთა, რელიკვიათა თაყვანისცემა და სხვ.) გათავისუფლება წარმოადგენდა, რათა ქრისტიანობა მხოლოდ იესო ქრისტეს პიროვნებისა და მისი მსხვერპლშეწირვის მხსნელ მნიშვნელობაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. გარდა ამისა, ევანგელიზმი თეოლოგიისაგან ფილოსოფიურ „გამიჯნულობათა“ გაქრობას მოითხოვდა, მხოლოდ სახარებისეულ გამჭვირვალობაში ჩაძირვის მიზნით.


წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები