ღვარცოფგამტარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 13 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღვარცოფგამტარი – ნაგებობა ღვარცოფის ნაკადის გასატარებლად არხების, სატრანსპორტო მაგისტრალებისა და სხვ. კომუნიკაციების მეშვეობით ღვარცოფსაშიშ რაიონებში. ღვარცოფგამტარი შედგება მიმყვანი ნაწილის, გადამკვეთი არხის თავზე განლაგებული ღარის (აკვედუკის) და გამომყვანი უბნისაგან. ღვარცოფგამტარში გამოიყენება რკინაბეტონის კედლები, ხოლო არხის ფსკერის მოსაწყობად – ბეტონის მასიური ფილები.