ასფალტბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:32, 17 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასფალტბეტონი – ხელოვნური საშენი მასალა, რომელიც მიიღება რაციონალურად შერჩეული და სპეციალურად მომზადებული მინერალური მასალების (ღორღი, ქვიშა, მინერალური ფხვნილი) და ბიტუმის ნარევის გამკვრივებით. ნარევი მზადდება ცხელ მდგომარეობაში. გამოიყენება საავტომობილო გზებისა და აეროდრომების საფარის მშენებლობაში, აგრეთვე სამრეწველო ობიექტების იატაკების მოსაწყობად.