ღოჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 17 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღოჯი – სარტყამ-საჭრელი წაგრძელებული ინსტრუმენტი ლითონის ან ქვის დასამუშავებლად, რომელსაც ერთ ბოლოზე წამახვილებული მჭრელი პირი აქვს, ხოლო მეორეზე – ჩაქუჩის, სანგის, პერფორატორისა და მისთ. სარტყამი თავი. ღოჯია დასამზადებლად გამოიყენება მაღალი სიმტკიცის ინსტრუმენტალური და კონსტრუქციული თერმულად ნაწრთობი ფოლადი. განივკვეთით შეიძლება იყოს მრგვალი, მართკუთხა ან მრავალწახნაგა.