ხის ყალიბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 17 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხის ყალიბი − ფიცრებისაგან შეკრული სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფარები, რომლებიც გამოიყენება ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების დასამზადებლად და პირაპირებისა და ნაკერების დასამონოლითებლად. ყალიბის შემაერთებელი და სიხისტის ელემენტები მზადდება ძელებისა და ძელაკებისგან. საპროექტო მდგომარეობაში ხის ყალიბის დასამონტაჟებლად გამოიყენება დგარები, ირიბები, ჩარჩოები, საჭიმრები, რბილი მავთული და სხვ. ის შეიძლება იყოს სტაციონალური და დასაშლელი. დაუშვებელია ყალიბებში ღრეჩოების არსებობა. ხის ყალიბის დასამზადებლად ძირითადად დაბალი ხარისხის მერქანი გამოიყენება.