ეკონომიკური ციკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეკონომიკური ციკლი - (business cycle) - საქმიანი აქტიურობის ციკლი, ერთი კრიზისის დაწყებიდან მეორე კრიზისის დაწყებამდე დროის პერიოდი, რომელიც იყოფა ოთხ ფაზად: კრიზისი, დეპრესია, გაცხოველება, აღმავლობა. ეკონომიკური ციკლის ცნობილი მკვლევრები არიან: მარქსი, კეინზი, ჰიკსი, შუმპეტერი, გუდვინი და ა.შ.