ირიბი ჩაჭრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ირიბი ჩაჭრა – შეერთების სახეობა ძელების ან მორების სიგანეში წასაზრდელად. ამისთვის შესაერთებელი ბოლოები ჩაიჭრება ირიბად, დაედება ერთმანეთს და მოიჭიმება ჭანჭიკით ან ჩაწებდება. ჩაჭრის სიგრძე კონსტრუქციულად მიიღება ℓჩაჭ = 2h, სადაც h განივკვეთის სიმაღლეა. ამ ტიპის შეერთებებს იყენებენ გრძივების სიგრძეში წასაზრდელად ან ძელურა სათავსის კუთხეების ამოსაყვანად.