მაღალსიხშირული შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:45, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაღალსიხშირული შედუღება − შედუღების ხერხი, რომლის დროს შესადუღებელი დეტალების ნაწიბურებს აცხელებენ მაღალი სიხშირის დენით, ხოლო შემდეგ დეტალებს ამჭიდროებენ. ინდუქციური ხერხის გამოყენებისას დენი მიეწოდება ინდუქტორის საშუალებით, ხოლო კონტაქტური ხერხის გამოყენებისას – კონტაქტების საშუალებით. მაღალსიხშირული შედუღება წარმატებით გამოიყენება ლენტისაგან მილებისა და სხვა მასიური ნაკეთობების დასამზადებლად. შედუღების ნაკერის წარმოქმნის სიჩქარე შეიძლება იყოს წუთში 50 მ-მდე.