წიდური პემზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წიდური პემზა – უჯრედოვანი სტრუქტურის ხელოვნურფორებიანი შემვსები, მიღებული მეტალურგიული და ქიმიური წარმოების ნარჩენი წიდების ნადნობის წყლით, ჰაერით ან ორთქლით სწრაფი გაცივებით. მსუბუქი ბეტონების ასეთი შემვსების ეფექტურობა იმით აიხსნება, რომ წიდური პემზის მისაღებად გამოიყენება მზა ნადნობი, რომელსაც აქვს 1300°C-მდე ტემპერატურა და მისი დაფოროვნება ხორციელდება უმარტივესი გზით.