თუთია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუთია

თუთია − (ლათ. Zincum), მყიფე მოცისფრო-თეთრი ფერის ლითონი.

სიმბოლო Zn.
სიმკვრივე – 7133 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 419,6°C;
დუღილის ტემპერატურა – 906,2°C.

თუთია ბუნებაში, როგორც თვითნაბადი ლითონი, არ გვხვდება. ცნობილია მისი 66 მინერალი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ცინკიტი, სფალერიტი, ვილემიტი, კალამინი, სმიტსონიტი, ფრანკლინიტი. თუთიისა და სპილენძის შენადნობი (თითბერი) ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში (VII საუკ.), ჩინეთში (XI საუკ.).

თუთია მიიღება ელექტროლიტური (ჰიდრომეტალურგიული) გზით – გახურებულ გამომწვარ კონცენტრატს ამუშავებენ გოგირდმჟავათი; მიღებულ სულფატურ ხსნარს წმენდენ მინარევებისაგან და აბაზანებში ახდენენ მის ელექტროლიზს. თუთია ილექება ალუმინის კათოდზე, საიდანაც მას ყოველდღე აცილებენ და ადნობენ ინდუქციურ ღუმლებში. ჩვეულებრივ ელექტროლიტური თუთიის სიწმინდეა 99,95 %. თუთიის გამოყენების სფეროა: ფოლადის დაცვა კოროზიისაგან (მოთუთიება), კეთილშობილი ლითონების აღდგენა, ვერცხლისა და ოქროს გამოყოფა (და სხვა ლითონების) შავი ტყვიიდან, ბატარეები და აკუმულატორები, სარჩილავი მასალები, მედიცინა (ანტისეპტიკი), მანქანათმშენებლობა, იარაღის წარმოება, ნავარგამტარები, პოლიგრაფია და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები