მწვანე ოქრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:46, 24 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მწვანე ოქრო − ვერცხლისა და ოქროს შენადნობი მომწვანო-ყვითელი ფერისა. ცნობილი იყო ლიდიაში ძვ. წ. IX საუკუნეში ელექტრუმის სახელით. არსებობს ღია და მუქი მწვანე ფერის. ღიამწვანე ფერის შედგენილობაა: ოქრო 75%, სპილენძი 23%, კადმიუმი 5%; ხოლო მუქი-მწვანე ფერის – ოქრო 75%, ვერცხლი 15%, სპილენძი 6%, კადმიუმი 4%. გამოიყენება საიუველირო საქმეში.