ელექტრუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელექტრუმი − (ბერძ. ḗlektron ქარვა; ოქროს და ვერცხლის შენადნობი), მინერალი, თვითნაბადი ოქროს ნაირსახეობა; არის ვერცხლისა და ოქროს ნაერთი (Ag, Au). ვერცხლის შემცველობა > 50%-ზე. გვხვდება დენდრიტების ან თხევადი და ჭედური პლასტიკური წარმონაქმნების სახით. ფერი – ოქროსფერ-ყვეთელიდან ვერცხლისფერ-თეთრამდე. შეიცავს სპილენძის, რკინის და სხვა ლითონების მინარევებს. სიმკვრივე – 12500-15600 კგ/მ3; სიმაგრე მოოსის სკალით – 2-3. გამოიყენებოდა ძვ. წ. III ათასწლეულიდან (ეგვიპტე) ობელისკებისა და პირამიდების მოსაპირკეთებლად. ელექტრუმისგან ამზადებდნენ ისტორიაში პირველ მონეტებს ლიდიაში (ძველი ქვეყანა მცირე აზიაში ეგეოსის ზღვის სანაპიროზე) ძვ. წ. VII საუკუნეში.