შიფერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 25 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შიფერი – აზბესტცემენტის ან თიხის დაპროფილებული საშენი მასალა სახურავისათვის. იშვიათად გვხვდება ბრტყელი ფურცლოვანი სახითაც, რომელსაც იყენებენ მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის. აზბესტცემენტის შიფერი გამოყენება ამჟამად აკრძალულია, რადგან მის შემადგენლობაში შედის ამფიბოლური აზბესტი, რომელიც შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს. მართალია, რუსეთმა და უკრაინამ დაიწყეს ქრიზოტილ-აზბესტის წარმოება, მაგრამ ისიც მიუღებელია, რადგანაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთოდ აკრძალა ნებისმიერი შემადგენლობის აზბესტის წარმოება და რეკომენდაციას იძლევა შიფერი შეიცვალოს სხვა უვნებელი მასალით.