შელესვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:44, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შელესვა (მობათქაშება) – ნაგებობის ზედაპირზე სამშენებლო ხსნარით შექმნილი მოსაპირკეთებელი შრე, რომელიც ასწორებს ზედაპირს და გარეშე გავლენისაგან იცავს კონსტრუქციას. გარდა ამისა, შელესვის დანიშნულებაა, მოამზადოს ზედაპირი შემდგომი შეღებვის, მოპირკეთებისა და ზედაპირისათვის დეკორაციული თვისებების – ფორმის, ფაქტურის, ფერის მისანიჭებლად. შელესვის სახეებია: ალებასტრით, გაჯით, დუღაბით, თაბაშირით, თარგით, ნიშნულების მიხედვით, საფითხით, ფარიკათი, ქვიშა-კირის ხსნარით, ცემენტის ხსნარითა და სხვ.