სულფატმედეგი ცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:11, 28 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სულფატმედეგი ცემენტი − ცემენტის სახეობა, რომელიც მდგრადია სულფატური აგრესიის მიმართ. ესაა სულფატმედეგი პორტლანდცემენტი, სულფატმედეგი წიდაპორტლანდცემენტი და პუცოლანიანი პორტლანდცემენტი. საერთოა კლინკერში და წიდაში Al2O3 შემცველობის შეზღუდვა – არაუმეტეს 8%. ჰიდრავლიკური დანამატების რაოდენობა დამოკიდებულია მათ აქტიურობაზე (5-10%), პუცოლანიან ცემენტში – 20-30%. რეგლამენტირებულია აგრეთვე ცემენტში ტუტე ოქსიდების (Na2O+K2O) შემცველობა; განსაკუთრებით თუ სულფატმედეგი პორტლანდცემენტი განკუთვნილია ისეთი ბეტონის და რკინაბეტონის ნაგებობების დასამზადებლად, სადაც გამოიყენება აქტიური (რეაქციაუნარიანი) შემვსები. ასეთი ცემენტები ფართოდ გამოიყენება აგრესიულ გარემოში მომუშავე სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად.