შეცხობა (ტექნიკური ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:50, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შეცხობა − წვრილმარცვლოვანი და ფხვნილისებრი მასალებისაგან გრანულების წარმოქმნა მაღალ ტემპერატურებზე. შეცხობის პროცესში ადგილი აქვს მასალის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და სტრუქტურის შეცვლას. მაგ., ცემენტის წარმოებაში კირქვებისა და თიხების გამოწვის პროცესში 1500°C ტემპერატურაზე წარმოიქმნება ცემენტის კლინკერის გრანულები. შეცხობა განიცდის მასალები აგლომერაციისა და კოქსვის დროს, პოლიმერების გადამუშავებისას, ფხვნილთა მეტალურგიაში და სხვ.
ცივი შეცხობა
ნორმალურ ტემპერატურაზე მაღალი წნევის ქვეშ ფხვიერი მასალების ცალკეული ნაწილაკების უფრო მსხვილ წარმონაქმნებად შეერთება. იგი ფხვნილთა მეტალურგიის ძირითადი მეთოდია.
ცხელი შეცხობა
ფხვიერი მასალები დაწნეხისა და შეცხობის ერთდროული პროცესი მაღალი ტემპერატურის პირობებში, რომელიც ტარდება წინასწარ დამზადებულ მოცულობით ფორმებში.