ცემენტის ცომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:58, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცემენტის ცომი – მიიღება ცემენტის და წყლის შერევით. მას აქვს გამაგრების სამი პერიოდი:
1) დასაწყისი (1-3 სთ), რომლის განმავლობაში ცომი პლასტიკურია და ადვილად ყალიბდება;
2) შეკვრა (5-10 სთ), ამ დროს ცემენტის ცომი სქელდება, კარგავს ძვრადობას, მაგრამ მისი მექანიკური სიმტკიცე სუსტია;
3) გადასვლა მყარ მდგომარეობაში, როდესაც მთავრდება შესქელებული ცომის შეკვრა და იწყება გამაგრება. ამ პერიოდში ხდება სიმტკიცის მნიშვნელოვანი მატება. ნორმალურ პირობებში ბეტონის გამაგრება გრძელდება წლების განმავლობაში ცემენტის სრულ ჰიდრატაციამდე.