ცემენტსატყორცნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 31 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცემენტსატყორცნი – დანადგარი სამშენებლო კონსტრუქციების ზედაპირზე ცემენტის, დუღაბის (ხსნარის) და ბეტონის ნარევის დასატანად გაშხეფებით (ტორკრეტირება). გამოიყენება ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო ნაგებობების მშენებლობასა და რემონტზე, აგრეთვე როგორც ქვიშასატყორცნი აპარატი.