ტორკრეტირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ტორკრეტირება (ლათ. tor ბათქაში და cret შემკვრივებული) – სპეციალური პნევმატიკური აპარატის ან ცემენტსატყორცნის მიერ შეკუმშული ჰაერით მოწოდებული ცემენტის ხსნარის (ან ტორკრეტბეტონის) ფენის დატანა რაიმე ზედაპირზე. ტორკრეტირებაში იყენებენ დანადგარს, რომელშიც შედის ცემენტსატყორცნი (ბეტონშპრიცმანქანა) და კომპრესორი. მიღებული შრის სისქეა 10-15 მმ. ტორკრეტირების ფენილი გამოირჩევა მაღალი მექანიკური სიმტკიცით, სიმკვრივით, წყალშეუღწევადობითა და ყინვამედეგობით. შემავსებლის სისქის მიხედვით განასხვავებენ ტორკრეტბეტონსა (10 მმ-მდე) და შპრიცბეტონს ანუ ნაშხეფბეტონს (25 მმ-მდე). ტორკრეტს იყენებენ თხელკედლიანი რკინაბეტონის კონსტრუქციების (გარსი, კამარა, რეზერვუარი და სხვ.) აგების, გვირაბის მოპირკეთების, ასაწყობი კონსტრუქციების ელემენტების ჰიდროიზოლაციისა და ნაკეთობების რემონტისა და გაძლიერებისას. ტორკრეტი, სისქით არანაკლებ 3 სმ-ისა, დაიტანება 2 ან 3 ფენად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები