მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:34, 4 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფერო - (material production area, tangible assets) - ეროვნული ეკონომიკის იმ დარგთა ერთობლიობა, რომლებიც აწარმოებენ მატერიალურ დოვლათს ნივთობრივი პროდუქტისა და ენერგიის ფორმით. გაეროს სსდკის სტრუქტურაში, რომელიც წარმოდგენილია სამი სექტორის სახით, პირველი ორი სექტორი შეადგენს მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფეროს, ხოლო მესამე - მომსახურების სფეროს. მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფერო ოთხ განყოფილებას მოიცავს. აქედან პირველ სექტორში შედის ერთი განყოფილება:

  1. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ნადირობა და მეთევზეობა. მეორე სექტორი მოიცავს დანარჩენ სამ განყოფილებას:
  2. სამთომოპოვებითი მრემრეწველობა;
  3. გადამმუშავებელი მრეწველობა;
  4. მშენებლობა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები