მენეჯმენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 4 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მენეჯმენტი - (management) [<ინგლ. management მართვა, გამგებლობა] - წარმოების მართვა, წარმოების პრინციპების, მეთოდების, საშუალებებისა და ფორმების ერთობლიობა, გამოყენებული წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისა და მოგების გადიდების მიზნით. მენეჯმენტი ოთხი ფუნქციისგან შედგება: დაგეგმვა, ორგანიზაცია, მოტივაცია და კონტროლი. განასხვავებენ საერთო და ფუნქციურ მენეჯმენტს. საერთო მენეჯმენტი გულისხმობს მთლიანად ფირმის მართვას, ფუნქციური მენეჯმენტი კი დაკავშირებულია ფირმის ცალკეული ქვესისტემების მართვასთან. ამ ქვესისტემების (შრომითი რესურსები, ფინანსები, უშუალოდ წარმოების პროცესი და სხვ.) ურთიერთდაკავშირებული ფუნქციონირება ფუნქციური მენეჯმენტის პრეროგატივაა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები