კარიატიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარიატიდები – (ბერძნ.) ქალთა სკულპტურული გამოსახულებები, რომლებიც ცვლიდნენ კოლონებს და შენობის თაღს იკავებდნენ. საბერძნეთის უძველესი კარიატიდა ძვ.წ. VI საუკუნით თარიღდება. აღმატებულად სახელგანთქმული კარიატიდები ათენის აკროპოლისზე მდებარე ერეხთეონის ტაძარს ამშვენებდნენ.