წითელი ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 8 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წითელი ხიდი – ხიდი მდ. ხრამზე, აგებული XVII საუკუნის შუა ხანებში როსტომ მეფის დროს. ხიდის საერთო სიგრძეა 153 მ., სიგანე 4,3 მ. ის ოთხმალიანია, ბრტყელი აგურით ნაგები ისრული ფორმის თაღებით. ბურჯები მოპირკეთებულია თლილი ქვით. თაღები მდინარის დონიდან აწეულია 12-14 მ-ით. ხიდი ბოლოებიდან შუაგულისაკენ თანდათანობით მაღლდება და მთავარი თაღის თავზე გადატყდება, რის გამო მას „გატეხილ ხიდსაც” უწოდებენ. ხიდის სანაპირო ბურჯებში მოწყობილია ბუხრიანი დიდი ოთახები, რომლებიც ქარვასლის ფუნქციას ასრულებდნენ, ამის გარდა, არის მომცრო ოთახი – დარაჯის ან მებაჟისათვის.