ოფერტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოფერტა - (offer) [<ლათ. offertus წინადადების შეთავაზება]
გარიგების შესახებ წინადადების ფორმალური შეთავაზება ამა თუ იმ პირისთვის ყველა აუცილებელი პირობის მითითებით; გარკვეული ფორმის ოფიციალური განაცხადი საკონკურსო ვაჭრობაში მონაწილეობის შესახებ. ვაჭრობის ორგანიზატორი (ჩვეულებრივ, ტენდერის კომიტეტი) თვითონ ადგენს ოფერტის ფორმას, საკონკურსო ვაჭრობაში მონაწილეობისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, საჭირო დოკუმენტების სიას და უგზავნის მას ოფერენტებს - ვაჭრობაზე მოწვეულ კომპანიებს, ფირმებს. როგორც წესი, ოფერტის წარდგენის ვადაა სამი თვე, ზოგჯერ კი მეტიც.