ჰიდროტექნიკური გვირაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 10 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიდროტექნიკური გვირაბი – მიწისქვეშა წყალსატარი ჩაკეტილი განივი კვეთის, დაწნევით ან უდაწნეო წყლის მოძრაობით, რომელიც მოწყობილია დედამიწის ქერქში მასზე არსებული გრუნტის მასის მოუხსნელად. წყალსამეურნეო დანიშნულების მიხედვით არსებობს ენერგეტიკის, ირიგაციის, სანაოსნო, ხე-ტყის საცურებელი, წყალსაგდები, წყალსადენი, მშენებლობის (მდინარის წყლის დროებითი გადაგდებისათვის ჰიდროკვანძის მშენებლობისას) და კომბინირებული ჰიდროტექნიკური გვირაბი.