ნახევარწრიული ფრონტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნახევარწრიული ფრონტონი – ფრონტონი წრის ნახევრის ფორმის, რომლის ფერდების პროფილები შერწყმული არაა ჰორიზონტალური კარნიზის პროფილთან და უშუალოდ ეყრდნობიან ნაგებობის ზედა ნაწილს. გვხვდება ბოლონიისა და ვენეციის ადრეული რენესანსის არქიტექტურაში. ფორმით, ნახევარწრის გარდა, შეიძლება იყოს ოვალის ან ელიფსის ნახევარრკალის მსგავსი. ფრონტონის ზედა მორთულობისათვის გამოიყენება პალმეტები და ვარდულები. ტიმპანის სიბრტყე ხშირად დატვირთულია ორნამენტებითა და ლირსებით.