პროტორენესანსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:13, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროტორენესანსი (ტრეჩენტო) – იტალიური ხელოვნებისა და კულტურის განვითარების პერიოდი XIII-XIV საუკუნეებში, რომელიც წინ უძღოდა რენესანსს და რომელმაც ნიადაგი შეამზადა მის განსავითარებლად. პროტორენესანსის უდიდესი წარმომადგენლები იყვნენ მოქანდაკეები – ნიკოლო პიზანო, ანდრეა პიზანო, ჯოვანი პიზანო (მოქანდაკე და არქიტექტორი), ფერმწერლები პიეტრო კავალინი, ჯოტო და სხვ.