გრონტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:12, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრონტი – გეოტექსტილის სახეობა, პოლიპროპილენისაგან დამზადებული უნივერსალური მასალა, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში, მელიორაციაში, ლანდშაფტურ დიზაინსა და სოფლის მეურნეობაში. არსებობს ნატურალური და სინთეზური. გრონტის ძირითადი დანიშნულებაა სხვადასხვა გრუნტული კონსტრუქციების დაცვა წყლის ან ქარის ეროზიისაგან, აგრეთვე სადრენაჟო სისტემის, გრუნტის, ფერდობის, ნაპირის, არხის გვერდებისა და ფსკერის, წყალსატევების და სხვ. გამაგრება.