აეროგრაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:17, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აეროგრაფი — (aēr და graphō - „ჰაერი" და „ვწერ"), მცირე ზომის პნევმატიკური ინსტრუმენტი, პულვერიზატორი, რომელიც გამოიყენება საღებავის ან მელნის გასაშხეფებლად. სამუშაო აგენტს შეადგენს შეკუმშული ჰაერი. ჰაერისა და საღებავის შერევის მეთოდის მიხედვით აეროგრაფი. არსებობს გარე შერევით (დიდი ფართობების შესაღებად) და შიგა შერევით (პროფესიონალი აეროგრაფიკოსნებისათვის). კონსტრუქცია შედგება კორპუსის, ნემსის, მატერიალური და ჰაერის საქშენებისგან.