სითხით შევსებული კაბელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:17, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სითხით შევსებული კაბელი − მაღალი ძაბვის ძალური კაბელი, რომელიც ჩასმულია ლითონის გარსში და შევსებულია ზეთით, გელით, გაზით და მისთ. გამოიყენება ელექტროენერგიის გამოსაყვანად მსხვილი ელექტროსადგურებიდან და მიწისქვეშა ჰესებიდან გამანაწილებელ ქსელამდე მისაწოდებლად, ელექტროენერგის გადამცემი ხაზებისათვის მდინარეებზე გადასასვლელად, დიდი ქალაქების მომსახურებისათვის და სხვ.