ძალური კაბელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძალური კაბელიკაბელი ელექტროენერგიის გადასაცემად. ძალური კაბელის დენგამტარი ძარღვები მზადდება სპილენძისა და ალუმინისაგან. ძარღვების რაოდენობის მიხედვით იყოფა ერთ-, ორ-, სამ- და ოთხძარღვიანად; ცვალებადი სამფაზიანი დენის განაწილებისათვის, ძირითადად, გამოიყენება სამძარღვიანი ძალური კაბელის მრავალძარღვიანში ძარღვები იფარება გაჟღენთილი საკაბელო ქაღალდით ან ლაქქსოვილების იზოლაციით. გარსი მზადდება ტყვიის ან პლასტმასისაგან. დამცავ საფარად გამოიყენება გაჟღენთილი საკაბელო ნაერთი, ლენტური ლითონის ჯავშანი და ა.შ. ძალური კაბელი გამოიყენება ელექტროენერგიის გადასაცემად წყალქვეშ, გრუნტში, აგრეთვე ელექტროენერგიის მისაყვანად მოძრავ მანქანებთან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები