ცხვირ-ხახის დათვალიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:54, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხვირ-ხახის დათვალიერებაცხვირ-ხახის დათვალიერება შესაძლებელია ნაზოფიბროსკოპიით ან უკანა რინოსკოპიით, რომელიც უფრო ძველი გამოკვლევაა და სარკის მეშვეობით ხორციელდება. ამ მეთოდს უფრო და უფრო ნაკლებად იყენებენ, თუმცა მისი ცოდნა უპრიანია იმ შემთხვევებში, როდესაც ხელთ არ გვაქვს ნაზოფიბროსკოპი.

ადენოიდური ვეგეტაციების შეფასება ადრე ხდებოდა თითით, ცხვირ-ხახის პალპაციით ან რენტგენოლოგიური სურათით. დღეს ყველაზე კარგი მეთოდი ნაზოფიბროსკოპიაა მისი ნაკლებად ინვაზიურობისა და სიზუსტის გამო. იგი მცირეწლოვან ბავშვებშიც მარტივი ჩასატარებელია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები