მოცულობითი ბლოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოცულობითი ბლოკი − კონსტრუქციული სამონტაჟე ელემენტი, რომელიც წარმოადგენს შენობის მოცულობის ნაწილს. ასეთი ბლოკი ძირითადად გამოიყენება ასაწყობი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში (სანტექნიკური კაბინა, ოთახი, ბინა), იშვიათად – სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების ასაგებად (საავადმყოფო სათავსი, ტრანსფორმატორის ქვესადგური). მოცულობითი ბლოკი მასალად გამოიყენება რკინაბეტონი, ლითონი, ხე, პლასტმასა. ყველაზე დიდი გავრცელება პოვა რკინაბეტონის ბლოკებმა. დამზადების მიხედვით არსებობს მონოლითური და შედგენილი (ცალკეული პანელებისაგან). სახლების მშენებლობაში მოცულობითი ბლოკი გამოყენებისას მონტაჟს აწარმოებენ ისრიანი ან ჰიდროამწეთი, იშვიათად – შვეულმფრენით.