ამწე-სატრანსპორტო მანქანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამწე-სატრანსპორტო მანქანები – მანქანა, რომელიც გამოიყენება ტვირთისა და ადამიანების გადასაადგილებლად მცირე მანძილზე. არსებობს ციკლური (პერიოდული) და უწყვეტი მოქმედების. პირველს მიეკუთვნება ტვირთამწევი მანქანა, ხოლო მეორეს – ტრანსპორტიორი, კონვეიერი, ელევატორი, ესკალატორი, საბაგირო გზა და სხვ.