წინდის ჩხირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:13, 26 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წინდის ჩხირი − წინდის საქსოვი ფოლადის წვრილი მავთული. წინდის ქსოვას ორი ჩხირით იწყებდნენ და შემდგომ თითო ჩხირს დაუმატებდნენ. სულ ხუთი ჩხირი იყო საჭირო, მათგან ოთხზე ყოველთვის წინდის თვლები იყო ასხმული, მეხუთით ქსოვდნენ. წინდის ჩხირის სიგრძე დაახლოებით ერთ მტკაველს აღწევდა.